ვინ არის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი

  • 27 აპრილი 19:28

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავა.

მამა დავით აქიაშვილი ერისკაცობაში კობა კობაიძე მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია.


გასულ კვირას არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომანქანა იქნა დაცხრილული, ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი დაჭრის შესახებაც. სროლის ინიციატორად მაშინ სწორედ მამა დავითი სახელდებოდა.


ყინწვისის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია მაშინ არ დაადასტურეს. მონასტერში მყოფებმა უარყვეს, რომ მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა, ერისკაცობაში კობა კობაიძემ, ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ საბას ჟღენტს ესროლა.


ინფორმაცია არ დაადასტურა თავად არქიმანდრიტმა საბამაც. მან განაცხადა,რომ მამა დავითს წლებია იცნობს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მასთან არც დაპირისპირება ჰქონია და არც არავის დაუჭრია.


„ქრონიკის“ კითხვას, რომ შსს-ს გამოძიება 236-ე მუხლით აქვს დაწყებული რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, მან უპასუხა, რომ მისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი და თუკი ეს ასეა, გამოძიება დაადგენს სიმართლეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო