ექსჩემპიონმა შიშველი ხელებით ხარი დააგდო

  • 27 აპრილი 17:18

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ლიუკ როკჰოლდმა თავისი შესაძლებლობები როდეოში გამოსცადა.

შერეული საბრძოლო ხელოვნების ამერიკელი მებრძოლი ხარს დაეჭიდა და მისთვის მახრჩობელა ილეთის გაკეთებაც სცადა.


ბრძოლა რამდენიმე წამს გაგრძელდა. სპორტსმენმა ცხოველი მიწაზე დააგდო კიდეც, მაგრამ მახრჩობელა ილეთით მისი დამორჩილება დიდხანს ვერ შეძლო.


 წყარო