არასრულწლოვანს თბილისში მატარებელი დაეჯახა

  • 21 ოქტომბერი 16:52

მეტროსადგურ გოცირიძეს მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან ბიჭს რკინიგზის მატარებელი დაეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.


როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.