რას ჰყვება 62 წლის ბრალდებული, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა

  • 27 აპრილი 12:34

ქალაქ სალონიკში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საბერძნეთი შეძრა.

მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც საკუთარმა მამამ კარაბინის ტიპის იარაღიდან ესროლა.


62 წლის ბრალდებულმა პოლიციას ჩვენება მისცა, სადაც ამბობს, რომ გარდაცვლილი მას და მის მეუღლეს გამეტებით სცემდა და ეს მათ სახლში ხდებოდა გამუდმებით.


მის 32 წლის ვაჟს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ოჯახში ძალადობა ყოველდღიურად იყო ქცეული.


"ხშირად გვცემდა, სასოწარკვეთილი ვიყავი და ჩემი შვილი მოვკალი.


ბევრჯერ გვყავდა ფსიქოლოგთან, მაგრამ უშედეგოდ. იმ მომენტშიც გვეკამათა და გვცემა, ამიტომ კონტროლი დავკარგე”, – ამბობს 63 წლის მამაკაცი.


წყარ