21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 20 ოქტომბერი 23:33

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება. ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიშები და ხანგრძლივი სეირნობა. მეგობრების სტუმრობა და სასიამოვნო სიურპრიზი გაგამხიარულებთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, რაც მოგებას ან წარმატებულ შენაძენს უკავშირდება.



კურო
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია ზედა სასუნთქი გზების დაავადება. მეგობრების ვიზიტი და მოულოდნელი სიურპრიზი განწყობას აგიმაღლებთეცადეთ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.



ტყუპები
ამ დღეს თავს დაღლილად და გაღიზიანებულად იგრძნობთ. სიმშვიდე შეინარჩინეთ და ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. ნურავისთან იკამათებთ და წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ. მცირე სტრესის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და სლში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს.



კირჩხიბი
დროა შეისვენოთ და საკუთარ თავზე იფიქროთ. მალე დარწმუნდებით, რომ პრობლემების უმეტესობა თავისთავად მოგვარდება. მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გინდათ. სამწუხაროდ, თქვენ ვერაფერს შეცვლით.



ლომი
შესანიშნავი დღეა ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივი სეირნობისთვის. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, რაც მოგებას ან წარმატებულ შენაძენს უკავშირდება.



ქალწული
ხელსაყრელი დღეა. ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. ფინანსური პრობლემები დროებით მეორე პლანზე გადაიწევს. შესაძლოა, საქმიანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ხელსაყრელ წინადადებას შემოგთავაზებთ. თუ დათანხმდებით, დიდი ფინანსური შემოსავალი გელით.



სასწორი
რთული დღეა. თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობთ. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს, ახლობლებთან კონფლიქტს და ექსპერიმენტებს. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და სულში სიმშვიდე დაისადგურებს.



მორიელი
ხელსაყრელი დღეა თვითშეფასებისთვის. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. გირჩევთ საკუთარ ფიქრებში და გრძნობებში გაერკვეთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მოერიდეთ აქტიურობას, რადგან ეს შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე იარყოფითად აისახოს.



მორიელი
ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვათ, რადგან ახლა დაკარგულს ვეღარ დაიბრუნებთ.



თხის რქა
პირად ცხოვრებაში პრობლემები გელით, რადგან პარტნიორი არ იზიარებს თქვენს პოზიციას. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ეჭვიანობის გამო შეიძლება თქვენს მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანები გაანაწყენოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.



მერწყული
თქვენი შრომისმოყვარეობა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა ფინანსური წარმატებისთვის შესანიშნავ წინაპირობას შექმნის. საღამო საკუთარ და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ. მოსალოდნელია იმუნიტეტის დასუსტება.



თევზები
ეს დღე თვითშეფასებას და მოვლენების ობიექტურად შეფასებას განასახიერებს. ეცადეთ მშვიდად გაერკვიოთ საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში. დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებისა და ბავშვების გარემოცვაში გაატარეთ.
 


 
სრული ვერსიის ნახვა funtime.ge