„ქართველების ხასიათის გასაღები ჩვენივე ანბანშია“

  • 25 აპრილი 15:10

ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ქართველების ხასიათსა და ანბანს შორის მსგავსებაზე სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ.

„მე მივხვდი რომ ქართველების ხასიათის გასაღები ჩვენივე ანბანშია:


ყველა საქმეს ვიწყებთ დიდი მონდომებით და დალაგებულად:


ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, ნ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უ


სადღაც შუა ნაწილის მერე უკვე ვიღლებით, ურთიერთობები გვიფუჭდება, საქმეს ვირთულებთ, სადღაც არასაჭირო ადგილებში ვეკვეხებით, ვურევთ, ვხლართავთ:


ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ


და ბოლოს ძალიან რომ დავიღლებით ამ აბურდულობით და გაურკვევლობით, ერთი მაგ საქმის დედაცო ვიძახით, ხელს ავიქნევთ და:


ჰაეეეე!“