რას წერს ზაზა მარჯანიშვილი ზურაბ გურულზე? - 1994 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს...

  • 25 აპრილი 12:27

მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მარჯანიშვილი ზურაბ გურულის პოლიტიკურ ხედვას ემიჯნება, ამასთან ის საზოგადოებას გურულის გაკრიტიკისგან თავის შეჯკავებას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ემიგრანტობა ყველა ადამიანის მძიმე ტვირთია.


„29 წელზე მეტი გავიდა, რაც სსრკ დაიშალა. უნებურად ლარნაკზე მორთმეული თავისუფლება 29 წელი ვერ შევირგეთ საკუთარი შეცდომების გამო. ამ პერიოდში ის, ვინც ხელისუფლებაში იყო, არავინ გვიმხელია. თანამდებობაზე მყოფმა პირებმა - ზოგმა მოკლა, ზოგმა დაიჭირა, ზოგმა ფული აკეთა (ალბათ, ყველამ). ყოველკვირეულად იცვლებოდა და იცვლება ე.წ. "საზ.სიმპატიის" ცნება. შესაბამისად - საგინებელიც.


ამ უკანასკნეთაგან ჩემთვის კარგად ნაცნობის, ზურა გურულის სახელიც ამოვარდა. მე და ზურა 1994 ვიცნობთ ერთმანეთს. არასდროს ვყოფილვართ მეგობრები, თუმცა მისი სამშობლოს მიმართ სიყვარულში არასდროს შემპარვია ეჭვი. უბრალოდ, ქვეყნის საკეთილდღეოდ დღემდე სხვადასხვა გზა გვგონია მართებული. ასე რომ, ემიგრანტ ქართველს დაანებეთ თავი და ვისაც ამ 29 წლის განმავლობაში არ დაუტოვებია ქვეყანა და საკუთარი ცხვირწინ მომხდარ უსამართლობებზე ხმა არ ამოუღია, იმას მოჰკითხეთ პასუხი. ემიგრანტობა მძიმე ჯვარია, არ დაგავიწყდეთ“, - წერს მუსიკოსი.


ცნობისთვის, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის განცხადების შემდეგ ექიმებმა ერთმანეთის საჯარო სივრცეში გაკრიტიკება დაიწყეს.