საპრეზიდენტო წყვილის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება

  • fortuna.ge
  • 20 ოქტომბერი 14:38

ჯიმი და როზალინ კარტერის 73 წლიანი თანაცხოვრება უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც საპრეზიდენტო წყვილის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება.

"ისინი დღესაც ხელჩაკიდებულები დადიან"– წერს Washington Post-ი. ჯიმი კარტერმა 21 წლის ასაკში იქორწინა. მაშინ როზალინი 18 წლის იყო.


"ის საოცრად ლამაზი, ძალიან მორცხვი და ინტელექტუალი იყო" – ასე ახასიათებს კარტერი როზალინს და დასძენს, რომ პირველივე დანახვისას მიხვდა, რომ ის მისი მეუღლე იქნებოდა.


1984 წლიდან დღემდე, წყვილმა 14 ქვეყანაში, 4 300 –ზე მეტი სახლის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge