რატომ ხდება, ცოლის მიტოვების მერე, კაცების უმრავლესობას შვილებიც რომ აღარ ახსენდება?

  • თბილისელები
  • 25 აპრილი 10:11

ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკაში, მოდი ვილაპარაკოთ 34 წლის ლიკა მისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და წყვილებს ურთიერთობაში ოქროს შუალედის პოვნას ურჩევს.

მისი თქმით, შვილებს პირველ რიგში მშობლებს შორის კარგი ურთიერთობა სჭირდებათ და ცოლმა და ქმარმა დაძაბული დღის რეჟიმის მიუხედავად ერთმანეთისთვის დროაუცილებლად უნდა გამონახოს.


– ოქროს შუალედია საპოვნელი. ოჯახში ცოლქმრული ურთიერთობა უნდა იყოს პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მე არ ვიცნობ არც ქალს და არც მამაკაცს, რომელიც ხმამაღლა იტყვის: პირველ ადგილზე მაინც ჩემი ცოლი დგას! თუმცა სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და რეალური. დღის ბოლოს მთელი ოჯახი დაღლილი და დაძაბულია ხოლმე. რა თქმა უნდა, შვილებს სჭირდებათ თქვენი ზრუნვა და სიყვარული, მაგრამ პირველ რიგში, ქმართან ურთიერთობას უნდა მიხედოთ. ეს შვილებისთვისაც კარგია. როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლებს ერთმანეთი უყვართ, დედისა და მამის სიყვარულში დარწმუნებულები არიან, თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ. იმაზე უნდა იფიქროთ, რომ ბავშვები გაიზრდებიან, თქვენ შორის გაფუჭებულ ურთიერთობას კი ვერაფერი უშველის. სიახლოვე თუ დაიკარგა, არ არის გამორიცხული, მისი აღდგენა საერთოდ ვეღარ შეძლოთ. ჩვენ ყოველთვის განვიცდით დროის ნაკლებობას. ჯერ სამსახურში ლამის მთელ დღეს ვატარებთ, მერე – შვილები... ბოლოს როდის გვქონდა პაემანი საკუთარ ქმართან? ვიღაცას ეს სასაცილოდ მოეჩვენება. მაგრამ მამაკაცებს ეს მოსწონთ. შეიძლება, თვითონ არ გამოიჩინოს ინიციატივა. თუმცა ამას დააფასებს, მოეწონება. ხშირად უნდა იაროთ ერთად, ბავშვების გარეშე. ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა!


– ანუ, მამაკაცები არ აღიარებენ, მაგრამ ცოლი მათთვის შვილებზე მნიშვნელოვანია?


– დიახ. ასეა. ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ, რატომ ხდება, ცოლის მიტოვების მერე, კაცების უმრავლესობას შვილებიც რომ აღარ ახსენდება. დიახ, ეს მამაკაცები სრულიად უპასუხისმგებლოები არიან, მაგრამ ეს ავლენს მათ რეალურ ბუნებას. ქმართან ჩემი სიშორე ძალიან გვიან შევამჩნიე. კიდევ კარგი, რომ მისაყვედურა. ვაღიარებ, რომ გავბრაზდი, უსამართლოდ მივიჩნიე მისი საყვედური. ამდენი საქმე მაქვს, მთელი დღე ისე ვიღლები, შენ კი რას მთხოვ-მეთქი. სერიოზულად ვიყავი ნაწყენი. მერე გავაცნობიერე, რას მოითხოვდა. ჩემი ყურადღება აკლდა და სიახლოვის დეფიციტი ჰქონდა. მითხარით, რით არის ცუდი, თუ ქმარს დიდი დოზით სჭირდებით. უნდა გიხაროდეთ. როგორც კი ამას მიხვდებით, ეგრევე ყველაფერი გამოსწორდება.



 

 


 

წყარო: თბილისელები