"კარგი დღეა საგანმანათლებლო საქმეებისთვის, ძველი ნივთების მოსაშორებლად და უძრავი ქონების შესაძენად"

  • 24 აპრილი 13:24

14 აპრილის მიხეილ ცაგარელის ატროლოგიურ პროგნოზსს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.

დღეს მზისა და მთვარის ენერგიები კუროს ზოდიაქოს ნიშანში გაერთიანდება, რაც სტაბილურობაზე მიუთითებს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე –  კარგი დღეა საგანმანათლებლო საქმეებისთვის, ძველი ნივთების მოსაშორებლად, შემოქმედებითი მუშაობისთვის, სიყვარულისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის,  პარფიუმერიისა და უძრავი ქონების შესაძენად.


ჯანმრთელობა – ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა.


დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ლიმნისფერი, მწვანე და ლურჯი. ეს ფერები გაზრდიან თქვენს შარმს. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ამეთვისტო, ზურმუხტი, ეს მინერალები სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.


ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროს, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნეგატიურია დღე მშვილდოსანთათვის და მერწყულეთათვის.