ლევან რატიანი: ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ

  • 24 აპრილი 13:17

„მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ, ექიმები, ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ“,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მას სხვა ინფორმაცია ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არ დაუკონკრეტებია.


ამავე საუბარში, ლევან რატიანმა თქვა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას უახლოეს საათებში კიდევ 15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.