რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული მულტფილმი შესაძლოა "ოსკარზე" წარადგინონ

  • plus.kvira.ge
  • 18 ოქტომბერი 14:30

მხატვრის, რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული რუსული მულტფილმი – "იცი დედა სად ვიყავი?" "ოსკარის" ნომინანტებს შორის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში მოხვდა.

აღნიშნულ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია.


2020 წლის 13 იანვარს ცნობილი გახდება თავად "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე წარსადგენი მულტფილმები. ანიმაციური მულტფილმი "იცი დედა სად ვიყავი?" 2018 წელს რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი ლევან გაბრიაძეა. მულტფილმის მთავარი გმირი ლენინს ხვდება, ასევე მენდელეევს, სტალინს და ამარცხებს ჰიტლერს.


რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის "მიმინო", "არ იდარდო", "ქინ ძა ძა", "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე" და ა.შ. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დაარსა, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. იგი ასევე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", "ცარსკოსელსკაია პრემია", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

სრული ვერსიის ნახვა plus.kvira.ge