გიორგი უშიკიშვილი ვიდეოგაკვეთილებს იწყებს

  • 22 აპრილი 09:49

ფოლკლორისტი, მომღერალი და პედაგოგი გიორგი უშიკიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სიმღერის ვიდეოგაკვეთილებს აანონსებს.

მისი თქმით, კორონავისრუისი შეზღუდვებით მოპოვებულ დროს დღეიდან ამ საქმიანობაბას დუთმობს.


"მეგობარმა მომაწოდა ასეთი იდეა, რომ ყოველ დღეს ერთი სიმღერის ვიდეო გაკვეთილი ჩავწერო და დავდო აქ, ჩემს გვერდზე (შევეცადოთ კვირაში 3 სიმღერა მაინც ვისწავლოთ). ასე რომ ხვალიდან ყოველ დღე დავდებ ვიდეო გაკვეთილს და ვისაც გაქვთ სურვილი ან თუ გინდათ თქვენმა შვილმა შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა იქნებ გამოგადგეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები.


მოკლედ სანამ დრო გვაქვს და სახლში ვართ იქნებ გამოვიყენოთ ეს პერიოდი და შევისწავლოთ რამოდენიმე ხალხური სიმღერა კორონა რომ გადაივლის გავაკეთოთ ერთი დიდი შეხვედრა და ყველამ ერთად ვიმღეროთ", - წერს გიორგი უშიკიშვილი.