პატრიარქი რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მის ოჯახს თანაუგრძნობს

  • 21 აპრილი 21:24

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რეჟისორ რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს უთანაგრძნობს.

"დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული ბატონი რეზო ესაძე. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალსა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.