Laurel or Yanny? ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა- რომელია სწორი, მეცნიერების ახსნა

  • 21 აპრილი 18:05

ბოლო პერიოდში მსოფლიო ახალმა „თავსატეხმა“ მოიცვა. გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე ბევრს მსჯელობენ.

ზოგი ამბობს, რომ აუდიოჩანაწერის მოსმენისას Yanny-ი ესმის, ზოგს კი Laurel.


სიდ­ნე­ის ფსი­ქო­ლო­გი­ის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი, დე­ვიდ ალა­ი­სი ამ­ბობს, რომ ყო­ვე­ლი­ვე ადა­მი­ა­ნის ბგე­რე­ბის აღ­ქმა­ზეა დამოკიდებული. ასევე იმაზე, თუ რო­გორ გა­რე­მო­ში (კუს­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით) უს­მენს მას ადამიანი და რით.


„ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლია ის აღიქ­ვან ორგვა­რად. გო­ნე­ბა  მას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ირეკ­ლავს, ორგვარ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას აკე­თებს“, – ამ­ბობს ალა­ი­სი.


არი­ზო­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ტყვე­ლე­ბი­სა და ენის პრო­ფე­სო­რის, ბრედ სთო­რის თქმით, რად­გა­ნაც ჩა­ნა­წე­რის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ის მის ორაზროვან ინტერპრეტაციას იწვევს.


ასე­ვე ის, თუ რო­გორ აღვიქ­ვამთ წარ­მოთ­ქმულ სა­ხე­ლებს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა სა­შუ­ა­ლე­ბით ვუს­მენთ მას – ტე­ლე­ფო­ნით, თუ სხვა ციფ­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით.


„ძალიან დიდი ალბათობით, ორიგინალური ჩანაწერი იყო Laurel“,- ამბობს ბრედ სთორი.


ასე რომ, თუ თქვენ ჩანაწერში Laurel გესმით, შეგიძლიათ თავი ინტერნეტ-დებატების გამარჯვებულად ჩათვალოთ.