"კაცები არ ტირიანო, ტყუილია“: ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილის მეუღლის ემოციური შეხვედრა 5 შვილთან (ვიდეო)

  • 21 აპრილი 12:27

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის მეუღლე მამუკა ნაჭყებია საქართველოში მარტის ბოლოს დაბრუნდა. 2-კვირიანი კარანტინის შემდეგ კი ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა მიეცა.

„დაბრუნდა…საყვარელი ადამიანის გარეშე დაბრუნდა. დაბრუნდა შვილებთან ორმაგი პასუხისმგებლობით. ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე. კაცები “არ ტირიანო” , მაგრამ ტყუილია! ტირიან როდესაც უყვართ! ტირიან, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ… შვილებს თვალებს რომ ვერ უსწორებს ეს ის მომენტია“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი, რომელიც ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.


34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს, სიმსივნეზე სამკურნალოდ გაემგზავრა.


სამწუხაროდ კორონავირუსით დაინფიცირდა. 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა. გარდაცვლილს ხუთი შვილი დარჩა.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების გადასვენებაზე მკაცრი კონტროლი დააწესა და ცირა ალიხანაშვილი ესპანეთში დაკრძალეს.