რას გირჩევთ მიხეილ ცაგარელი - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 18 ოქტომბერი 09:44

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, საკანცელარიო ნივთების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, აუქციონებისა და კონფერენციების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება,


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეს ფიზიკური ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რძის და ზღვის პროდუქტით, უცხიმო ხორცით და თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge