18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 17 ოქტომბერი 23:45

ვერძი - კვირის ბოლოს გადაღლილი და დაძაბული ხართ. საღამოს შეხვდით მეგობრებს, განიტვირთეთ. და რაც მთავარია, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი

კურო - მოულოდნელიად უცნაური ადამიანებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი და უფრო მეტიც, მათთან ერთად შეიძლება რამე ახალი პროექტიც კი წამოიწყოთ.


ტყუპი - მშვიდად განიხილეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სიახლეები. ნაკლები ემოცია და მეტი ინტელექტუალური საქმიანობა გმართებთ. დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.


კირჩხიბი - წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დღეა. ყველაფერს გაუმკლავდებით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ძალიან ბევრს ნუ იფიქრებთ, შანსს გაუშვებთ ხელიდან.


ლომი - წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. გამონახავთ საშუალებას, რაც სირთულეების გადალხვას შეგაძლებინებთ. ამასთანავე, თანამოაზრეებიც დაგეხმარებიან.


ქალწული - დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. მსუბუქი საქმეები შეასრულეთ, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დასვენებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.


სასწორი - მოდუნდით და დაფიქრდით, რა უნდა მიიღოთ და რისგან უნდა
გათავისუფლდეთ. თუ სწორად გაერკვევით მოტივაციებსა და მიზნებში, პირად ცხოვრებაც გაგიუმჯობესდებათ და კარიერაშიც წარმატებას მიაღწევთ.


მორიელი - ბოლო დროს ახლობელბის დახმარება სულ უფრო ხშირად გჭირდებათ. თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, ვის მიმართოთ. ნუ დანებდებით ჩამოწერეთ ყველა ის მიზეზი, რაც დაგეხმარებათ განვითარებაში და უსიამოვნების მოგვარებაში.


მშვილდოსანი - გადაღლილი ხართ და დღეს მნიშვნელოვან საქმეებს ნუ შეეჭიდებით. უმჯობესია, დრო მეგობრების, საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გაატაროთ.


თხის რქა - მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. თუ ადრე ახლობლებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდით, დღეს უნდა გამოასწოროთ სიტუაცია.


მერწყული - მსუბუქი და უდარდელი დღე გელით. იყავით ხალისიანი, არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად და მხოლოდ სასიამოვნო ამბები გაიხსენეთ.


თევზები - ემოციურად დატვირთული დღე გელით. შეიძლება ისეთი ამბავი გაიგოთ, რაც დღის გეგმებს შეგიცვლით. მეტი დრო გაატარეთ ნათესავების გვერდით. მათი მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია.