"ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს"

  • 17 ოქტომბერი 22:33

თბილისის მერი კახა კალაძე,  პირველ ქართველი ძიუდოისტ ქალს ეთერ ლიპარტელიანს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

კალაძე ლიპარტელიან საამაყოს უწოდებს და მის წარმატებას მთელს საქართველოს ულოცავს. 


"ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს! ვულოცავ მთელ საქართველოს პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალის ამ დიდ წარმატებას!"



მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.