რა ნათესაური კავშირი აქვს ილია ჯიშკარიანის ცოლს ყოფილ შს მინისტრთან

  • primetime.ge
  • 17 ოქტომბერი 16:39

ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ცოლი ნანა გვენცაძე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის შვილია. ამის შესახებ ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

"პირველად ჩემთან მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მოვიდა. ეს ადამიანები ვიღაცეები არ არიან. ბატონი ილია ჯიშკარიანის მეუღლე გახლავთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის შვილი. ეს ოჯახი მოდის ტრადიციებით. სამართალიც კარგად იციან, აზროვნებაც კარგი აქვთ და ანალიზის უნარიც.


ბატონი ილიას მეუღლე გახლავთ ტრადიციული ქალბატონი, რომელიც არ გამოდის საჯაროდ, თუმცა ამ ბრძოლაში მეუღლესთან ერთადაა. ამ ეტაპზე არც ბატონი ილია ჯიშკარიანი და არც მისი მეუღლე მედიასთან არ კონტაქტობენ." - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge