"ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ" - ჩუგოშვილის მიმართვის შემდეგ ბოკერიამ სხდომა დატოვა

  • alia.ge
  • 17 ოქტომბერი 16:29

"ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ჩუგოშვილმა ბოკერიას და გიგა ბოკერიამ სხდომა დატოვა.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს უსმენდნენ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


"პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი" - თქვა გაგულიამ და გიგა ბოკერიამ ჰკითხა: "მოღალატეობას მაბრალებთ?"


რომან კაკულია -"თქვენ რომ იცით შეურაცხყოფები ისეთი უნდა, უსაფუძვლო".

სრული ვერსიის ნახვა alia.ge