ნახეთ, როგორ გამოიყურება 85 წლის სოფი ლორენი

  • fortuna.ge
  • 17 ოქტომბერი 16:11

იტალიურმა ბრენდმა GCDS, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა მაკარონის მწარმოებელ Barilla-ს თანამშრომლობა, სულ ცოტა ხნის წინ ვიდეორგოლი Dinner’s Ready („ვახშამი მზადაა“) გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ უძველესი კომპანიისთვის, რომელიც 1877 წელს დაარსდა GCDS თანამშრომლობა პირველი „მოდური კოლაბორაციაა“. რეტროს სტილში გაკეთებულ ვიდეოზე ნადია ლი კოენმა იმუშავა, მთავარი როლი კი, მხოლოდ ერთი რეპლიკით „ვახშამი მზადაა“, სოფი ლორენმა შეასრულა.


„ჩემთვის სოფი ლორენი ნამდვილი იტალიელი ქალის განსახიერებაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვიდეორგოლზე ფიქრისას, აბსოლუტურად ინსტინქტურად გაგვახსენდა მისი სახელი, მითუმეტეს თვითონაც ძალიან უყვარს პასტა“, – აღნიშნა  GCDS-ს კრეატიულმა დირექტორმა ჯულიანო კალცამ.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge