რას პასუხობს პაატა სალია "რუსთავი 2" - ის დამფუძნებლებს ?

  • 17 ოქტომბერი 16:03

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს პასუხობს.

პაატა სალია ამბობს, რომ დამფუძნებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ.


"ადრეა ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავებაა ქიბარ ხალვაშის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, იმიტომ, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე, მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებით წარდგენილი და მათ ამ სარჩელის წარდგენა როგორც მინიმუმ უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე", - აცხადებს პაატა სალია.


"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიისთვის სამოქალაქო დავა დაიწყეს.


"ვიწყებთ ახალ ფრონტზე ბრძოლას რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო სარჩელი შეგვაქვს სასამართლოში",- აცხადებენ დამფუძნებლები.