ბიჭი 4 წელიწადში 233 სანტიმეტრამდე გაიზარდა

  • primetime.ge
  • 17 ოქტომბერი 14:52

Daily Mirror-ი წერს, რომ პაკისტანის ქალაქ მანშეხრაში ანომალიურად მაღალი კაცი იპოვეს, რომელიც 233 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

23 წლის მუჰამედ ამინ ტანოლი ამაყობს თავისი უნიკალური სიმაღლით.


"ადამიანები ისე მექცევიან, თითქოს ცნობადი სახე ვარ. ისინი განსაკუთრებულად მიმიჩნევენ. დავამყარებ რეკორდს და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი ვიქნები", - ჰყვება ტანოლი. 


16 წლამდე ის 152 სანტიმეტრი იყო, მაგრამ 4 წელიწადში ბიჭი 41 სანტიმეტრით გამაღლდა მაშინ როდესაც მისი ახლობლები საშუალო სიმაღლის არიან. 


ბოლო თვეების განმავლობაში, მუჰამედი 7,6 სანტიმეტრით გამაღლდა. 


გინესის რეკორდების წიგნით მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი 36 წლის თურქი სულთან კიოსენია, რომლის სიმაღლე 251 სანტიმეტრია.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge