შესაძლებელი იყო თუ არა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტის გადარჩენა

  • 19 აპრილი 11:15

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 21:50 საათზე გარდაიცვალა. 73 წლის პაციენტი 8 აპრილიდან კლინიკაში იმყოფებოდა, 13 აპრილიდან კი მართვით სუთქვაზე. გარდაცვლილი ე.წ ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. 

ქალს შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა და სხეულზე აბსცესები ჰქონდა. გარდაცვლილ ქალს ერთი თვის წინ, მძიმე ოპერაციაც ჩაუტარდა.


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში აცხადებს, რომ ქალის გადარჩენა შეუძლებელი იყო.


„ვიცი ეს პაციენტი, მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი, მას კორონავირუსი რომც არ დამართნოდა, ის ისედაც იქნებოდა ძალიან მძიმე და თითქმის უიმედო, იმდენად მძიმე დაავადებები ჰქონდა. ერთი თვის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, აღენიშნებოდა აბსცესები სხეულზე, ყველაფერ ამას დაემატა კორონავირუსი. ჩვენ ექიმები ვართ, სასწაულმოქმედები არ ვართ” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.


„მედალფას” აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ, გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა და მისი მდგომარეობა უმძიმესად შეაფასა.


„პაციენტი 73 წლის ქალბატონი იყო, უმძიმესი პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, თანდართული დაავადებებით – გულის ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტი, გაცხიმოვნება. ეს იმდენად რთული დაავადებებია, რომ მდგომაროება დაამძიმა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მიეკუთვნებოდა ქობულეთის კლასტერს, 13-დან იყო მართვით სუნთქვაზე”  – განაცხადა მედალფას დირექტორმა.


ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი