რას წერს ქართველი დედა, რომლის მიერ გავრცელებულ 7 წლის ბავშვის ვიდეოს სკანდალი მოჰყვა

  • presa.ge
  • 17 ოქტომბერი 14:22

7 წლის მოზარდის დედა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს.

"ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - წერს მოზარდის დედა.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პატარა ქართველი გოგონა სექსუალურ ფორმაში გამოწყობილი ცეკვავს, საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა.


ვიდეოს ფსიქოლოგები, უფლებადამცველები გამოეხმაურნენდა შსს-ს და სოციალურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდეს. უფლებადამცველების განცხადებით, ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული პირების რიცხვმა და მშობლებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.

სრული ვერსიის ნახვა presa.ge