გამყრელიძე მეუფე იაკობს: ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან

  • pia.ge
  • 17 აპრილი 20:37

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო ? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც საპატრიარქოში ვიყავი. იცის მან მე რაზეც ვისაუბრე. წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ამირან გამყრელიძემ.


ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ თავიანთი მოწოდების გამო ბოდიში უნდა მოიხადონ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge