რა მდგომარებაშია "ახმეტელთან" შაურმის დანით დაჭრილი მოზარდი

  • რეზონანსი
  • 16 ოქტომბერი 21:27

გლდანში ახმეტელის თეატრთან გამვლელის მიერ დაჭრილი 15 წლის მოზარდი გიორგი ფალელაშვილი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

მისი მკურნალი ექიმის ქეთევან კუპატაძის ინფორმაციით, მოზარდს ხვალ კიდევ ერთ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. კუპატაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოზარდს ღრმა ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.

წყარო: რეზონანსი