რუსთავში სასაფლაოები იხურება

  • 16 აპრილი 17:31

რუსთავის სასაფლაო დაიხურება, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რწმუნებულმა მოუწოდა მოქალაქეებს, მოუსმინონ ექიმებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.


„ალბათ, ხედავთ, რომ ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში შეზღუდვებია. ვადასტურებ, რომ რუსთავის სასაოფლაო ჩაიკეტება. რა თქმა უნდა, ეს იმ ძალებით გაკოტროლდება, რომლებიც აკონტროლებენ და იცავენ იმ რეგულაციებს, რომელიც დადგენილია და ძალაში შემოდის. ეს მუდმივად ცვალებადი რეგულაციებია და სამწუხაროდ, ამ პერიოდამდე მკაცრდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვიდრე ადეკვატურები არ გავხდებით, მანამ იქნება ეს შეზღუდვები და დისკომფორტი. მოუსმინეთ ექიმებს, არც მათი რესურსია ამოუწურავი, ისინიც ადამიანები არიან. ამიტომ ელემენტარული მოთხოვნა რაც არის, ის უნდა შეასრულონ და დარჩნენ სახლში“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.


წყარო