საცობები გზებსა და მეტროში - როგორ ხვდება მოსკოვი ელექტრონული საშვების პირველ დღეს? (ფოტო)

  • 15 აპრილი 11:21

მოსკოვის მიმართულებით გზებზე და დედაქალაქის შიგნით საზოგადოებრივ ტრანსპორტში საცობები დილიდან შეიქმნა. მიზეზი ციფრული საშვების რეჟიმის ამოქმედდებაა. 

მოსკოვის თითოეულ მცხოვრებს ყოველ ჯერზე სახლიდან გასვლისას, როდესაც მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით აპირებს გადაადგილებას, უწევს, აიღოს ციფრული საშვი - ამისთვის ქალაქის ხელისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ტელეფონით უნდა აცნობოს გადაადგილების მიზანი და მარშრუტი.


პოლიციის თანამშრომლები მობილიზებული არიან გზებსა და მეტროების შესასვლელებთან. ისინი მოქალაქეებს ელექტრონული საშვების წარმოდგენას სთხოვენ. 


შეფერხებული გადაადგილების გამო, საცობების პრობლემა იქმნება და სოციალური დისტანცია, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დარღვეულია. 


გთავაზობთ ფოტოებს რუსეთის მეტროებიდან.