ცხოველის ინფიცირების შემთხვევაში უსაფრთხოა თუ არა მათი ნაწარმის საკვებად გამოყენება?

  • 14 აპრილი 16:02

რამდენად შესაძლებელია, რომ შინაური ცხოველის ან ფრინველის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ინფექცია მათი ნაწარმის გზით გადავიდეს ადამიანზე? - აღნიშნული კითხვით "დაიჯესტმა" აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველ ინფექციონისტ მამუკა მაჩაიძეს მიმართა. 

მისი თქმით, ადამიანიდან ცხოველზე ინფექციის გადაცემის შანსი არსებობს, თუმცა მათი ნაწარმის მიღება ადამიანისთვის უსაფრთხოა.


"ადამიანიდან ცხოველზე ინფექციის გადადების თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ მათი ნაწარმის მიღება უსაფრთხოა. თუმცა აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების დაბანა და პროდუქციის გულდასმით გარეცხვა", - განუცხადა მაჩაიძემ "დაიჯესტს".


ასევე დაგაინტერესებთ:


ვრცელდება თუ არა კორონავირუსი მწერის ნაკბენით?