ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

  • 13 აპრილი 10:30

ქართველ სასულიერო პირს, მადრიდის წმიდა გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვარს, არქიმანდრიტი პიროსის (გოცირიძე) კორონავირუსი დაუდგინდა. მისი დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

როგორც არქიმანდრიტი პიროსი „ფორმულასთან“ საუბრისას ჰყვება, მას ვირუსი იოლ ფორმებში აქვს.


„10 დღის წინ სიცხე მომცა, სისუსტეს ვგრძნობდი, თავის ტკივილიც მქონდა. დაახლოებით, 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეში. როდესაც ვსუნთქავდი, ვგრძნობდი, რომ გული მაწუხებდა.


ჩამიყვანეს, გადავიღე რადიოგრაფია და მითხრეს, რომ კორონა არისო, უბრალოდ ძალიან იოლ ფორმებში.


თავად ეკლესიამაც განცხადება გააკეთა და მოგვწერეს ჩვენც, რომ აღარ გვქონდა უფლება ჩაგვეტარებინა მსახურებები ტაძარში, გადავედით ონლაინ ლოცვებზე“,- ამბობს არქიმანდრტიპიროსი.