მარგველაშვილმა ქართველ ექიმებს დიდი წარმატება წყალში ჩაუყარა - "ბევრი ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაშია"

  • 13 აპრილი 10:06

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში კარანტინის რეჟიმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააკრიტიკა.

„უცებ გაჩნდა მითი, რომ თითქოს საქართველო არის გამონაკლისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.


გადაცემის წამყვანმა მას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის, „გარდიანის“ სტატია შეახსენა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებულ ბრძოლაზეა საუბარი.


„შეხედეთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ საქართელოს მდგომარეობა კარგია, მაგრამ ეს არ არის – ღმერთო ჩემო რა მოხდა – ამბავი. მთელი სტატისტიკა დევს ხელის გულზე. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ანალოგიურ, ან კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია. აქ დიდი როლი შეასრულა ლუგარის ლაბორატორიამ და ქართველმა ექიმებმა“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სადაც საჭიროა იქ ეკონომიკა და მოქალაქეების აქტივობა არ უნდა გაჩერდეს.


წყარო