რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა - ვიდეო

  • newposts.ge
  • 14 ოქტომბერი 18:41

New-york times-მა გამოძიების სენსაციური შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 5-6 მაისს რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის რეგიონში 4 საავადმყოფო 12 საათის განმავლობაში გამიზნულად დაბომბა.

ამერიკული გამოცემის მიერ მომზადებულ სიუჟეტში რუსი პილოტებისთვის სამხედრო ოპერაციის დამგეგმავი შტაბის წარმომადგენლების მხრიდან გადაცემული რადიო შეტყობინების ჩანაწერი ფიგურირებს, სადაც ირკვევა, რომ სუ-34-ის პილოტს კარნახობენ იმ ობიექტის კოორდინატებს, რომელიც წარმოადგენდა არა სამხედრო სამიზნეს, არამედ მიწისქვეშა საავადმყოფოს- ლოკაციის დაზუსტებიდან რამდენიმე წამში რუსულმა ბომბდამშენმა იერიში მიიტანა შენობაზე.


NEW-YORK-TIMES-მა მოაგროვა შესაბამისი სამხილები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება რუსების პასუხისმგებლობა აღნიშნულ სამხედრო დანაშაულში. ჟურნალისტებმა მოიძიეს 4 სახის სამხილი : 1) მათ მოიპოვეს თვითმფრინავის ფრენის დროს მოვლენების ჩანაწერების კრებული, რომლის მეშვეობითა თვალის მიდევნებაა შესაძლებელი საჰაერო ძალების მოქმედებებზე სირიაში- სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებითაა შესაძლებელი სამოქალაქო პირების გაფრთხილება მოსალოდნელ საჰაერო იერიშზე. პროგრამა აჩვენებს თვითმფრინავების ადგილმდებარობას და გადაადგილების მიმართულებას. NEW-YORK TIMES-მა გამოძიების დროს გამოითხოვა რუსული ბომბდამშენების მიერ საჰაერო რეიდების დროს ადგილსამყოფელის ამსახველი მონაცემები.


სრული ვერსიის ნახვა newposts.ge