მომდევნო წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რას გვპირდება 2020 წელი ?

  • 14 ოქტომბერი 17:45

გაინტერესებთ, რას გვპირდება მოახლოებული 2020 წელი სასიყვარულო ურთიერთობების, ფინანსების, ოჯახის, კარიერის თუ ჯანმრთელობის საკითხებში?

გთავაზობთ 2020 წლის უახლეს ასტროლოგიურ პროგნოზს.


ეს წელი ახალი შესაძლებლობების და შანსების წელია ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის. წარმატება დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. ზოგადად, 2020 წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ბევრ რამეს ჰპირდება, რაც სავსეა ბედნიერებითა და პერსპექტივებით სხვადასხვა მიმართულებით.  


ვერძი


2020 წელი ვერძებს ცხოვრებისეული ბალანსის პოვნაში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რამდენად ამბიციური გეგმები გაქვთ, უფრო მეტად რეალისტური იქნებით თქვენი მიზნების მიმართ. სტაბილურობა ჩანს ვერძების ცხოვრების თითოეულ ასპექტში, განსაკუთრებით კი, სასიყვარულო ურთიერთობებში. ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები პროფესიული კუთხით, დაგტვირთავთ მომავალ წელს. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს, მაგრამ აუცილებელია, რომ აიღოთ ინიციატივები და თავად გადადგათ პირველი ნაბიჯები.


კურო


2020 წლის პროგნოზი სტაბილური და მშვიდი იქნება კუროებისთვის. მზად იქნებით, რომ ერთ ადგილას დაფუძნდეთ. ესაა წელი, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო დადგება. იქნება ეს ურთიერთობები თუ სამსახური, დარწმუნებული იყავით თქვენს გადაწყვეტილებებში. არაა აუცილებელი, იყოთ სასიყვარულო ურთიერთობებში იმპულსური. მიიღეთ რჩევები ფინანსურ ინვესტიციებშ თქვენზე გამოცდილი ხალხისგან.


ტყუპები


ტყუპებს განახლების წელი ელოდებათ. აუცილებელია, რომ ტემპი დაიჭიროთ ამ წელს. თუკი წინა წლებში უფრო შენელებული იყავით, მაშინ წელს უფრო მეტად გააქტიურდით. და პირიქით, თუკი ცხოვრება ძალიან სწრაფი ჩანს, მაშინ შეანელეთ ტემპი. სასიყვარულო ურთიერთობები მხიარული და ვნებიანი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, ის კვლავ სტაბილურია თქვენს ცხოვრებაში, ხოლო სამსახური მთლიანად მოგიცავთ წინა წლებთან შედარებით. ესაა წელი, როცა უნდა გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები. 


კირჩხიბი


კირჩხიბებო, იყავით მზად ცვლილებებისთვის - 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სიყვარულსა და კარიერაში სასიკეთო ძვრებს გპირდებათ. მაგრამ მოხდება თუ არა ცვლილებები, ეს თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია კონფლიქტები სამუშაო ადგილზე. დააკვირდით უმცირეს დეტალებს ცხოვრებაში, რაც საშუალებას მოგცემთ, ყველა პრობლემა მშვიდად მოაგვაროთ 2020 წელს.


ლომი


2020 წელი დიდი ფეიერვერკი იქნება ლომებისთვის. ლომები ახალი სიცოცხლისუნარიანობითა და ენერგიით აივსებიან, რათა მიაღწიონ თავიანთ ოცნებებს ამ წელს. ახალი თავგადასავლებისთვის, ახალი სამსახურისთვის ან ბიზნესისთვის მოემზადეთ. 2020 წელი საბოლოო ჯამში ლომებისთვის სახალისოდ ჩაივლის.


ქალწული


ქალწულები თავიანთი ნატურის უცნობ მხარეებს გამოავლენენ 2020 წელს. პრაქტიკულობით ცნობილმა ქალწულებმა შესაძლოა იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღონ ამ წელს. ეს გამოწვეული იქნება ტოქსიკური ურთიერთობებისა თუ სამსახურეობრივი პრობლემებისგან. 2020 წლის პროგნოზი გაფრთხილებთ, რომ დაფიქრდეთ ორჯერ, სანამ მიიღებდეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ამ წელს არ უნდა იყოთ სტაგნაციაში, მაგრამ ამავე დროს, არ მიიღოთ უხეში გადაწყვეტილებები.


სასწორი


სასწორებს გაცილებით მარტივი წელი ექნებათ, ვიდრე წინა წელი იყო. ესაა წელი გართობისთვის და საუკეთესოა დაქორწინებისთვის. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები ოჯახისა თუ სამსახურის წინაშე არ გექნებათ. დაისვენეთ და მოეშვით ამ წელს, რათა მომზადებული შეხვდეთ მომავალს. დასაოჯახებელი სასწორები ფლირტით გაერთობიან. არ დაგავიწყდეთ კარგი დროის გატარება ოჯახთან, მშობლებთან, მეუღლესთან და ბავშვებთან.


მორიელი


2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი დამაიმედებელია მორიელებისთვისაც. თავისუფლება - აი, რას პირდება მათ მომავალი წელი. უფრო მეტ თავისუფლებას იგრძნობთ ცხოვრებისგან. ესაა კარგი დრო, დაფოკუსირდეთ თქვენს ჰობიზე ან გაიუმჯობესოთ თქვენი უნარები. გამოიყენეთ თქენი პოზიტიური ენერგია, რათა დაეხმაროთ სხვებს. ამ წელს თავად ირჩევთ, რა გააკეთოთ. ამიტომაც, იმოქმედეთ გონივრულად.


მშვილდოსანი


2020 წელი მშვილდოსნებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელია. ძალიან კარგი დროა, გაუშვათ თქვენი წარსული და გაათავისუფლოთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. წარმატების მისაღწევად საჭიროა, მომთმენი იყოთ. შესაძლოა გახდეთ უფრო სოციალური მომდევნო წელს და შეიძინოთ ახალი ნაცნობები. მაგრამ არ მისცეთ ახალ ნაცნობებს უფლება, გავლენა მოახდინოს თქვენს არსებულ ურთიერთობებზე. ელოდეთ მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალს.


თხის რქა


თხის რქები 2020 წელს სიმშვიდისკენ და სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. თქვენ დაიღალეთ გამუდმებული რბოლით და მზად ხართ შეისვენოთ. ისწავლეთ მედიტაცია და დახვეწეთ გონებრივი შესაძლებლობები. იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუკი თავად იქნებით საკუთარ თავთან ერთიანობაში და კომფორტში, 2020 წლის შესაძლებლობებს ხელიდან არ გაუშვებთ.


მერწყული


გაიუმჯობესებთ თქვენს უნარებს. ამ წელს თქვენი შემოქმედებითობის პიკზე იქნებით. ამიტომაც სასარგებლოდ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. უჩვენეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომ იდეალური მეუღლე და შესანიშნავი პარტნიორად ყოფნის უნარი შეგწევთ. მიეცით თქვენს წარმოსახვას და ინოვაციურ იდეებს გასაქანი სამსახურში. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ დასვენება თქვენც გჭირდებათ.


თევზები


2020 წლის პროგნოზი თევზებისთვის სავსე იქნება არაჩვეულებრივი თავგადასავლებით. თქვენ მზად ხართ სასურველი ცვლილებებისთვის და სიახლებისთვის ცხოვრებაში. დაორსულების შანსი მოიმატებს. თქვენი საქმიანობა შთამაგონებელი იქნება თქვენთვის. ცხოვრების კომფორტულ ეტაპზე ხართ. ასე რომ არ მისცეთ უფლება იმპულსურ გადაწყვეტილებებს, შეგაცვლევინოთ არჩეული გეზი.