14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

  • 14 ოქტომბერი 00:51

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სწორედ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვა 10 საათზე დაიწყება.


სვეტიცხოვლობა, ანუ კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია.


ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.