"შემაშფოთებელია "შეტლიკინების" "არგუმენტებით" მკვლელობისა და ძალადობის გამართლება"

  • 14 ოქტომბერი 00:18

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე  ხაშურში მოკლული ახალგაზრდა ქალის შემთხვევაზე ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სოფიო კილაძე წერს, რომ შემაშფოთებელია დამოკიდებულება, "შეტლიკინების" თუ სხვა "არგუმენტებით" რომ ცდილობენ მკვლელობის და ძალადობის გამართლებას.


"ქალთა მკვლელობის და ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებმა წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწია. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია დამოკიდებულება, "შეტლიკინების" თუ სხვა "არგუმენტებით" რომ ცდილობენ მკვლელობის და ძალადობის გამართლებას.


ფაქტია, უკვე გამკაცრებული კანონმდებლობა ვერ ახდენს პრევენციას. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ ახლახანს მიღებული პრევენციული კანონი, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში ბოლომდე, ნაწილობრივ განმუხტავს სიტუაციას. თუმცა, კიდევ არის სასწრაფო ზომები მისაღები", – წერს სოფო კილაძე.


ხაშურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელმა, განაცხადა, რომ ფაქტი ცუდია, თუმცა ქალი ვალდებულია მხოლოდ მას შემდეგ ამოიღოს ხმა, როცა კაცი თავის სათქმელს იტყვის.