ქართული კლიპის დადებითი მხარეები

  • 11 აპრილი 14:14

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველი მომღერლების მიერ შექმნილ კლიპს ეხმაურება. მან იპოვა დადებითი მხარეები კლიპში, რომელსაც ბევრი ადამიანი აკრიტიკებს და არ მოსწონს.

"ისე, ამ კლიპს დადებითებიც ბევრი ჰქონდა, მაგალითად:
1. მარიკა თხელიძე საოცრად გალამაზებულა
2. ქარსელაძე, მანიკა, ბედია - მშვენიერი ფორმაში იყვნენ, როგორც ყოველთვის
3. სოფოებს, ნემსაძეს, მარიკოს და ფოჩხუას - გადასარევი ბგერები ამოსდით პირიდან
4. თიკა ჯამბურია ბეწვზეა გადარჩენილი
5. აჩი ფურცელაძის ზედმეტ არტისტიზმზე - ლეგენდები იქმნება :დ
6. ბორის ბედიამ პირის გაღების რადიუსით - რეკორდი მოხსნა
7. ვიღაცები ცოცხლები ყოფილან, მომეშვა გულზე
8. კაკი ბოლქვაძე გავიცანით
9. სოფო ბედიას ქმარი ისევ ყურადღების ზენიტშია
12. ბორის ბედია ძაან მორწმუნე ყოფილა
13. ოთო ნემსაძეს უსაყვარლესი ძაღლი ჰყოლია
და რაც მთავარია, იუმორის გასაქანი და გასართობი მოგვეცა ამ კარანტინობისას.
აქვე: მათი კოლეგების მხრიდან ძაან სალანძღავ პოსტებს რომ ვხვდები, ცოტა უხერხულობა მეუფლება, იუმორი მოსულა, არაკოლეგიალობა - ნოუპ!"- წერს შეროზია.