ვაკეში, ლიცენზიის მქონე ტაქსისტმა უკრაინის მოქალაქეს სცემა

  • 13 ოქტომბერი 17:07

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. ცნობილია, რომ ინციდენტის მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა.

თვთმხილველების თქმით, ტაქსის მძღოლმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ავტომობილიდან გადმოაგდო და წააქცია, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.


უკარიანის მოქალაქე საპატრულო ეკიპაჟმა განყოფილებაში გადაიყვანა.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.