„ვიმედოვნებ, პატრიარქის კადრებს საავტორო უფლებები დაედება და ვისაც როგორ უნდა, ისე ვეღარ გამოიყენებს"

  • 10 აპრილი 17:43

მღვდელმონაზონი ლუკა ფალავანდიშვილი კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი კლიპის შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ფალავანდიშვილი კლიპის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას საჯაროდ გამოხატავს და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ პატრიარქის კადრებს საავტორო უფლებები დაედება და მის გამოყენებას პირადი ინტერესეისთვის ვეღარ შეძლებენ.


"ბევრი მოსაზრება დაიდო ამ ახალ "სიმღერასთან" დაკავშირებით, ბევრმა ვიხუმრეთ, ბევრმა ბოროტულადაც იქილიკა, მინდა, ჩემი აზრი დავწერო, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს აინტერესებს.


ამ კლიპში რამოდენიმე ჩემი მეგობარია, ზოგიც ჩემთვის მოსაწონი მომღერალი, თუმცა მაქვს უფლება არ მომეწონოს ეს უგემოვნო ქმნილება (უგემოვნო ჩემი აზრით) და არ მოწონებასთან ერთად უბოროტო ხუმრობანარევი აზრი დავაფიქსირო რაც საზოგადოების უმრავლესობამ გააკეთა და ძალიან კარგი რომ ეს ასე მოხდა რადგან, შემდგომში მაინც გაითვალისწინოს "კომპოზიტორთა" და "რეჟისორთა" იმ ჯგუფმა ვისაც პრეტენზია აქვს რაღაც ღირებულის შექმნისა, რომ თუ გააკეთებენ მუსიკალურ თუ სხვა ხელოვნების პროდუქტს, რომელიც არაფერში არ ზის, აუცილებლად მოყვება ხალხის უარყოფითი რეაქცია, რადგან ცენზურა არ არსებობს საქართველოში და არ არის ის მაკონტროლირებელი სტრუქტურა ვინც ამას არ დაუშვებს, მაშინ ხალხი თვითონ იქნება დამკვეთი ამა თუ იმ პროდუქტისა.


P.S. იმედი მაქვს რომ პატრიარქის კადრებს მალე დაედება საავტორო უფლებები რომ ვისაც მოუნდება და თავის ვიდეო სთორებში რეიტინგის გამო არ გამოიყენოს რელიგიური სიმბოლოები და მათ შორის ცოცხალი კაცის ვიდეოები რომელიც ერთგვარი კრიტიკის საგანი ხდება! ჯანმრთელობას გისურვებთ იღ.ლუკა ლისელი" - წერს სასულიერო პირი.


იხილეთ ვიდეო, რომელმაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.