"მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ" - სტატია Financial Times-დან

  • facebook.com
  • 10 აპრილი 14:44

სამეცნიერო ბესტსელერების ავტორმა იუვალ ნოა ჰარარიმ Financial Times-ში სტატია გამოაქვეყნა გთავაზობთ მის თარ თარგმანს. 

მსოფლიო დღეს და ხვალ:


ახლა კაცობრიობა გლობალური კრიზისის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი კრიზისის ჩვენი თაობისთვის. უახლოეს ორ კვირაში მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შეცვლის მომდევნო წლების სიტუაციას მსოფლიოში.


ისინი ჩამოაყალიბებენ არა მხოლოდ ჯანდაცვის ახალ სისტემებს, არამედ ჩვენს ეკონომიკას, პოლიტიკასა და კულტურას. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოქმედების გრძელვადიანი შედეგები. ალტერნატივებს შორის არჩევისას, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, არა მხოლოდ როგორ გადავლახოთ უშუალო საფრთხე დღეს, არამედ ის, თუ როგორ სამყაროში გვინდა ვიცხოვროთ ამ ქარიშხალის შემდეგ. დიახ, ქარიშხალი გაივლის, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი გადარჩება - მაგრამ ჩვენ სხვა სამყაროში გავიღვიძებთ.


დღეს ქვეყნები სატესტო ვირთხებად იქცნენ, ფართომასშტაბიანი სოციალური ექსპერიმენტებით. რა ხდება, როდესაც ყველანი სახლიდან ვმუშაობთ და კომუნიკაცია დისტანციური გახდა? რა ხდება როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება ინტერნეტით ხდება? ნორმალურ დროში, მთავრობები, ბიზნესი და საგანმანათლებლო სისტემა ვერასდროს შეთანხმდებოდა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებაზე. მაგრამ ეს ნორმალური დრო არ არის.


"კანქვეშა" თვალთვალი


კრიზისის დროს, ჩვენ ორი მნიშვნელოვანი არჩევანი გვაქვს: პირველი არის, ტოტალიტარულ თვალთვალსა და მოქალაქეთა უფლებამოსილებას შორის. მეორე-ნაციონალურ იზოლაციასა და გლობალურ სოლიდარობას შორის.


ეპიდემიის შესაჩერებლად, მთელმა მოსახლეობამ უნდა დაიცვას გარკვეული მითითებები. ამის მისაღწევად ორი ძირითადი გზა არსებობს. ერთი მეთოდია-მთავრობამ ხალხი გააკონტროლოს და დაისაჯოს ის ვინც არღვევს წესებს. დღეს კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შესაძლოა ტექნოლოგიამ თვალყური ადევნოს ადამიანის ქცევას. ადრე თუ "კა გე ბე" თვალთვალს აგენტებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით ახორციელებდა, ახლა მთავრობებს შეუძლიათ ყოვლისმომცველ სენსორებსა და მძლავრ ალგორითმებზე დაყრდნობით გააკეთონ ეს.
კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში, რამდენიმე მთავრობამ უკვე გამოიყენა სათვალთვალო მექანიზმები. ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა ჩინეთი. ასობით მილიონ ადამიანს დისტანციურად აიძულებენ სიცხის გაზომვას. ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია არა მხოლოდ სწრაფად დააფიქსიროს კორონავირუსის სავარაუდო მატარებლები, არამედ აკონტროლოს მათი მოძრაობები და კონტაქტები. მობილური აპლიკაციების მეშვეობით ჩინეთის სახელმწიფო აკონტროლებს ხალხის მიმოსვლას.


მსგავსს ტექნოლოგიას არა მხოლოდ აღმოსავლეთ აზიის მასშტაბით იყენებენ. ახლახან ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ უფლება მისცა ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს, ის სათვალთვალო ტექნოლოგია (ალგორითმი), რომელსაც ტერორისტებთან ბრძოლისათვის იყენებდა, გამოეყენებინა კორონა ვირუსის პრევენციისათვის, ამ ვირუსით დაავადებულ პაციენტებთან.


შეიძლება ვიკამათოთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ახალი არაფერია. ბოლო წლების განმავლობაში მთავრობები ისედაც იყენებდნენ დახვეწილ ტექნოლოგიებს ხალხის თვალთვალისთვის, მონიტორინგისა და მანიპულირებისთვის. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შესაძლოა ეპიდემიამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვოს ისტორიაში. არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამით შეიძლება ნორმალიზდეს მასობრივი სათვალთვალო საშუალებების განლაგება ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც ჯერ უარი აქვთ ამაზე ნათქვამი, არამედ უფრო მეტიც, ეს გულისხმობს დრამატულ გადასვლას "კანზე" - "კანის ქვეშ" თვალთვალზე.


აქამდე, როდესაც ჩვენი თითის ანაბეჭდის მოქმედება, მთავრობას სურდა გაეგო მხოლოდ იმიტომ თუ რა ბმულს დააჭირეთ, დღეს კორონავირუსთან ერთად, ინტერესის აქცენტი იცვლება. ახლა მთავრობას სურს გაიგოს თქვენი თითის ტემპერატურა და არტერიული წნევა მისი კანის ქვეშ.


ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არცერთმა ჩვენგანმა არ იცის დაკვირვება რა სახით ხდება. სათვალთვალო ტექნოლოგია ვითარდება უწყვეტი სიჩქარით და ის, რაც 10 წლის წინ სამეცნიერო ფანტასტიკა გვეგონა -დღეს ძველი ამბებია. ექსპერიმენტის სახით, განიხილეთ ჰიპოთეტური მთავრობა,რომელიც მოითხოვს ყველა მოქალაქეს ეკეთოს ბიომეტრიული სამაჯური,რომელიც აკონტროლებს სხეულის ტემპერატურასა და გულისცემას დღეში 24 საათის განმავლობაში. შედეგად მიღებული მონაცემები გაანალიზებულია მთავრობის ალგორითმების საშუალებით. ალგორითმები გაიგებენ, რომ ავად ხართ იქამდე სანამ თქვენ გაიგებთ ამას. ასევე გაიგებენ სად იყავით და ვინ ნახეთ. შედეგად ინფექციის ჯაჭვები შეიძლება მკვეთრად შემცირდეს და საბოლოოდ მთლაინაად გაქრეს კიდეც ვირუსი, მშვენივრად ჟღერს, არა?


თუმცა რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეა ის, რომ მთავრობას ახალი თვალთვალის მექანიზმები ექნება. თუ თქვენ მაგალითად იცით, რომ მე გადავედი "სი ენ ენ"-ის ბმულზე და არა "ფოქს ნიუსზე" გაიგებთ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, ჩემს პიროვნებასაც კი. მაგრამ თუ თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ჩემი სხეულის ტემპერატურას და არტერიულ წნევას, შეძლებთ გაიგოთ რა მაწუხებს ან/და რა მაბედნიერებს.


აუცილებელია გახსოვდეთ, რომ სიბრაზე, სიხარული, მოწყენილობა და სიყვარული არის ბიოლოგიური ფენომენები, ისევე როგორც ცხელება და ხველა. თუ კორპორაციები და მთავრობები დაიწყებენ ჩვენი ბიომეტრიული მონაცემების მასობრივ აღებას, მათ შეეძლებათ გაგვეცნონ გაცილებით უკეთესად, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიცნობთ საკუთარ თავს და შემდეგ მათ შეეძლებათ არა მხოლოდ ჩვენი გრძნობების პროგნოზირება , არამედ მათით მანიპულირებაც კი. რაც ნიშნავს გაყიდონ ყველაფერი ჩვენთვის სასურველი მარტივად - ეს იქნება პროდუქტი თუ პოლიტიკოსი.


წარმოიდგინეთ ჩრდილოეთ კორეა 2030 წელს, როდესაც ყველა მოქალაქემ დღეში 24 საათის განმავლობაში უნდა ატაროს ბიომეტრული სამაჯური. თუ დიდი ლიდერის გამოსვლას ისმენთ და სამაჯური აღბეჭდავს სიბრაზის ნიშნებს, მთავრობამ იცის ამის შესახებ.


თქვენ რა თქმა უნდა, შეიძლება გეგონოთ, რომ ბიუმეტრიული სამაჯური არის პანდემიის დროს მიღებული დროებითი ღონისძიება. ეს გაქრება, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. მაგრამ დროებით ზომებს აქვს საშიში ჩვევა. მაშინაც კი როდესაც 0 -ს გაუტოლდება კორონა ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა, მთავრობა მაინც გვაიძულებს სამაჯურების ხმარებას რადგან, თავიდან ავიცილოთ ვირუსის ახალი ტალღა.


ბოლო წლების განმავლობაში დიდი ბრძოლა მძვინვარებს ჩვენს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა ამ ბრძოლის მთავარი წერტილი იყოს, რადგან როდესაც ადამიანებს არჩევანის გაკეთება უწევთ კონფიდენციალურობასა და ჯანმრთელობას შორის, ისინი ჩვეულებრივ ჯანმრთელობას ირჩევენ.


თარგმანი მოამზადა _თაკო ქველიძემ


ფოტო/ 21 გაკვეთილი, 21 საუკუნისთვის / უ.ნ.ჰარარ

სრული ვერსიის ნახვა facebook.com