მე ჩამოვიტან ერთ "ვაგონ“ კალას და დაგირიგებთ – გარდაბნელი მეყვავილის გასაჭირი (ვიდეო)

  • 10 აპრილი 14:22

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლანა ფარნავა ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ზაურ შერმაზანაშვილს, რომელიც გარდაბნის რაიონში ცხოვრობს და კალების სათბური აქვს დახმარება სჭირდება.

მას, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო, ყვავილები უფუჭდება და მყიდველიც არსად ჩანს.


ლანა ფარნავა ამბობს, რომ ზაურ შერმაზანაშვილი მზადაა მსურველებს ყვავილები უფასოდაც კი აჩუქოს.


„გული დამემდუღრა. მე რაც ვნახე, არ ვიცი… რა ნაშრომი. რა მოვლილი და ასე ჰაერშია გამოკიდებული.
ვიდეო მე ჩავწერე და მთლად დალაგებული ვერაა შეიძლება.


თუ ვინმეს ამ ადამიანის თანადგომის სურვილიი გაგიჩნდებათ და მიზერულ თანხას ჩაურიცხავთ, გპირდებით, მე ჩამოვიტან ერთ „ვაგონ“ კალას და დაგირიგებთ. ან აქვეა თელეთი. ადით, ნახეთ, დაუდექით გვერდით… ასე მითხრა,მე და ჩემს ცოლს გარეთ გამოსვლა და სათბურებისკენ გამოხედვა არ გვინდა ,ვერიდებითო. ანგ.ნომერიც არასოდეს ჰქონიათ. შენი იყოსო, გენდობიო. ერთხელ ჩამოუტანია ერთი კვირის წინ და ერთ უბედურებას მეორეც დაამატა, 3000-ით დააჯარიმეს. ვიცი ტიტების ბაბუ ბევრის თანადგომამ გაახარა. იქნებ ეს გამრჯე კაციც ცოტათი დავაიმედოთ“ – წერს ლანა ფარნავა.