რუსეთში აღდგომას საფლავებზე გასვლა აკრძალეს

  • 10 აპრილი 13:44

რუსერუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა.  საპატრიარქოს წარმომადგენელი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს.თში აღდგომას საფლავებზე გასვლა აკრძალეს

"მოსკოვის, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აღდგომის დღეს გააუქმონ საფლავებზე მისვლა კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო – მოსალოდნელი და გონივრულად საფუძვლიანი ზომაა, რომელიც მრავალ ადამიანს საფრთხეს აარიდებს", – დაწერა ლეგოიდამ სოციალურ ქსელ "ტელეგრამში".

ლეგოიდას თქმით, აღდგომას საფლავებზე გასვლის პრაქტიკა საეკლესიო ტრადიციას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა.

"აღდგომა სიხარულის დროა და არა მიცვალებულებზე გლოვის. ამგვარად, ქრისტეს აღდგომის დღეს ჩვენი წინაპრების საფლავების მონახულებაზე უარის თქმა არც ცოდვა, არც გარდაცვლილთა ხსოვნის ღალატია", – განმარტა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა.

წყარო