მეტეოროლოგები საქართველოში თოვლს ელოდებიან

  • 10 აპრილი 12:57

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

10, 11 და 12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა +9 +14 გრადუსი დაფიქსირდება.


აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე ნალექი, ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურურა +10 +16 გრადუსამდე იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.


თბილისში 14 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +15 +17 გრადუსამდე მოიმატებს. 11-12 აპრილს გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.