ინფექციონისტი: მშობლებმა კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ბავშვბის აცრაზე თავი არ უნდა შეიკავონ

  • 10 აპრილი 12:05

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით კორონავირუსის პანდემია მძიმე ინფექციური დაავადებების აფეთქების საფუძველი არ უნდა გახდეს, ამტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვს ჩაუტარდეს გეგმიური ვაქცინაცია.

"სერიიდან - ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსის შესახებ


უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ბავშვებს გეგმიური ვაქცინაცია ამ პერიოდში?


რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გეგმიური ვაქცინაცია. ზოგიერთი მშობელი და სამწუხაროდ, ექიმიც, არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და ბავშვებს არ უტარებს აცრებს პანდემიის მიზეზით, რაც სრულიად უსაფუძვლოა. ზოგიერთებმა, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ ამჟამად პნევმოკოკის აცრა არ უნდა ჩაუტარდეთ ბავშვებს. კორონავირუსის პანდემია არ უნდა გახდეს მძიმე ინფექციური დაავადებების აფეთქების საფუძველი.


ამ პანდემიას კი გადავივლით და ის ინფექციები კი, რომლებიც მუდმივად საფრთხედ რჩება, არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგალითად წითელა. ზოგიერთები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებში მისვლას არიდებენ თავს ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემულია შესაბამისი მითითებები, როგორ უნდა გადანაწილდნენ პაციენტები დღის განმავლობაში, რომ არ შეიქმნას ეპიდემიოლოგიური რისკი", - წერს ინფექციონისტი.