ამერიკის პირველი ლედი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ხალხს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

  • 10 აპრილი 11:45

მელანია ტრამპმა საკუთარ twitter-ზე სტატუსი გამოაქვეყნა და ყველას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია ერთმანეთისგან და პირბადეები გამოიყენონ. მელანია პირველია ტრამპების ოჯახიდან, ვინც სახალხოდ გამოიყენა პირბადე და ხალხს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

როგორც მელანიამ აღნიშნა, პირბადეების გამოყენება საჭიროა სახალხო თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მარკეტები და აფთიაქები.