დღის რჩევა: კარგი დღეა საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად

  • 10 აპრილი 11:36

10 აპრილის დღის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფრტუნა" ავრცელებს.

ასტროლოგიური პროგნოზით, დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ. მთვარის მოჭარბებული ენერგია მეტად მოადუნებს ყურადღებას, რაც არასასურველი ტრავმებისა და ავარიებს მიზეზი შეიძლება გახდეს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ნივთების მოსაძებნად, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, თვითშემეცნებისთვის, გეგმების დასახვისათვის. კარგი დღეა ავტომობილის შესაძენად. საკვებ რაციონში ბრინჯი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები შეიტანეთ. მოერიდეთ ცხარე საკვების მიღებას. არასასურველი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, მოგზაურობისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. მოერიდეთ სესხის აღებას.


ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდ-სასქესო, რეპროდუქტიული სისტემა და ცხვირის ზონა.


წყარო