კომენდანტის საათი და ენამოსწრებული გურულის პასუხი პატრულს

  • 10 აპრილი 11:10

გურულ მეკუბოვეს სასახლის გამზადება შეუკვეთეს. იმანაც სასწრაფოდ გააკეთა... დაიღალა და იფიქრა, ახლა ცოტას წავუძინებ და რომ გავიღვიძებ გადავუტან ამ კუბოსო.

რომ გაიღვიძა უკვე საღამოს 9 საათი და შესაბამისად კომენდანტის საათი იწყებოდა. იფიქრა მოვასწრებო, დადო ტაჭკაზე და მიაქვს.


წამოეწია პატრული - უკვე 9 საათია, გარეთ გასვლა რომ არ შეიძლება, ხომ იცი და ახლა გამოგიწერთ 3000 ლარიან ჯარიმასო...


- არ ვიცი კომენდანტის საათის ამბავი ძამა. საცხა დამასაფლავეს არ მომეწონა იი ადგილი და სხვაგან გადავდივარო.