საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 230-მდე გაიზარდა

  • 10 აპრილი 11:02

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც შემთხვევების რაოდენობა 230-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი, რის შედეგადაც განკურნებულთა რიცხვმა 52 შეადგინა. ამჟამად 170 პაციენტი გადის მკურნალობას. გარდაცვლილია 3 ადამიანი.