"ჩემმა შვილებმა უნდა დამარხონ მამა, საყვარელი ბებია და ორი ბიძა”- კორონავირუსმა ოჯახის 4 წევრი იმსხვერპლა

  • 9 აპრილი 16:30

ამერიკაში, ლუიზიანას შტატში 10 დღის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციით დედა და მისი სამი ვაჟი გარდაიცვალა. ამის შესახებ The Mirror იტყობინება.

86 წლის ანტუანეტა ფრანკლინი და მისი შვილები, 20-დან 30 მარტის ჩათვლით, კოვიდინფექციით გარდაიცვალნენ. მამაკაცემი, 71, 61, და 58 წლის იყვნენ. 


”მინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ თუ ეს მოხდა ფრანკლინებთან, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ოჯახში. მოდით სერიოზულად მივიღოთ ეს. ჩემმა შვილებმა უნდა დამარხონ თავიანთი მამა, საყვარელი ბებია და ორი ბიძა”,- ამბობს ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე ჟაკლინ ფრანკლინი.